სამართალი
16 მარტს ვენეციაში დაიწყო რეფერენდუმი იტალიისაგან გამოყოფის საკითხზე, 18 სექტემბერს და 9 ნოემბერს რეფერენდუმები გაიმართება შოტლანდიასა და კატალონიაში! რა ხდება ევროპაში, ქალბატონო ფანჯიკიძე?!

venecia-samart-1საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. 2014 წლის 16 მარტს, იმ დღეს, როდესაც ყირიმში გაიმართა რეფერენდუმი უკრაინისგან გამოყოფის საკითხზე, ვენეციის მცხოვრებლებმა დაიწყეს რეფერენდუმის ჩატარება იტალიისაგან გამოყოფის და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევის შესახებ. რეფერენდუმი პარასკევამდე, 2014 წლის 21 მარტამდე გაგრძელდება.

აქტივისტები, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ, მას ესპანეთის კატალონიისა და შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ადარებენ. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ხმის მიცემა წელს შოტლანდიაში 18 სექტემბერს გაიმართება, ხოლო კატალონიაში - 9 ნოემბერს.

ხმის მიცემაში მონაწილეობენ იტალიური ოლქი ვენეტოს მცხოვრებნი, რომლის დედაქალაქი გახლავთ ვენეცია. ბიულეტენში ერთადერთი საკითხია შეტანილი იტალიისაგან გამოყოფის შესახებ.

ამასწინათ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ვენეციის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ოდესღაც არსებული “ვენეციის დიდი რესპუბლიკა” ისევ ცალკე დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს. როგორც რეფერენდუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს, თუ გადაწყვეტილება ვენეციის გამოყოფის შესახებ მიღებული იქნება, პროცესი ნელა და თანდათანობით წარიმართება, მოვლენების დაჩქარების გარეშე.

საქინფორმს ძალიან აინტერესებს ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის აზრი, რომელმაც ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს გუშინ არა მარტო უკრაინის კონსტიტუციის, არამედ ყველა ევროპული კანონის დარღვევა უწოდა.