აქტუალური
„ვადასტურებთ, რომ ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად არათანაბარი და არადემოკრატიული გარემო შექმნა არჩევნებისთვის, რომ უბრალოდ აუცილებელია არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამავდროულად მინდა ჩვენს მხარდამჭერებსა და წევრებს ვუთხრა, რომ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ეტაპს „დემოკრატიული მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის გზაზე და სერიოზულად ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისათვის.
რაც შეეხება კახა კუკავას განცხადებას, ვწუხვართ, რომ კონსულტაციების დასრულებამდე ბატონი კახა ასეთ განცხადებას აკეთებს. თუ იგი კონსულტაციების დამთავრებამდე კვლავ გააგრძელებს ამ ტიპის განცხადებების გაკეთებას, ის უბრალოდ ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან ჩათვლილი იქნება, როგორც არასაიმედო პარტნიორი“, - აღნიშნა ბარამიძემ.