პოლიტიკა
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზარარ აჰმად ოსმანის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს. გამოითქვა სურვილი, გააქტიურდეს თანამშრომლობა ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმართულებით. საქართველო ასევე მზად არის გაუზიაროს ავღანეთს საკუთარი გამოცდილება დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით.
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურსმადლობა გადაუხადა ავღანეთშიISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროებისმონაწილეობისა და ტერორიზმისწინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმატება უსურვა ავღანეთს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება ქვეყანას შემდგომი განვითარების საშუალებას მისცემს.