უცხოეთი
რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 96,77%-მა!
sastav-zar-3საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ყირიმში გამართული რეფერენდუმის შედეგებით, მასში მონაწილე მცხოვრებთა 96,77%-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ავტონომიის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში. ამის შესახებ დღეს დილით რეფერენდუმის ჩატარების კომისიის ხელმძღვანელმა მიხაილ მალიშევმა განაცხადა.
2014 წლის 13 მარტს გამართულ რეფერენდუმზე ორი საკითხი გავიდა: „მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რუსეთთან გაერთიანებას რფ-ის სუბიექტის უფლებებით?“ და „მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის მოქმედების აღდგენას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?“ რეფერენდუმზე დასწრებამ 83,1% შეადგინა. „ყირიმის საყოველთაო რეფერენდუმის მონაწილეთა ხმების რაოდენობამ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეფერენდუმის კითხვას „მომხრე ხართ თუ არა რუსეთთან გაერთიანებისა“, 1 მლნ 233 ათას ორი კაცი შეადგინა რაც პროცენტული მიმართებით 96,77%-ს ტოლია“, - აღნიშნა მალიშევმა პრესკონფერენციაზე.