უცხოეთი
ამერიკელები რუსეთთან აშშ-ს შეერთებასა და აშშ-ის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის არჩევას ითხოვენ!

amerikanci-zar-2საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის არმიის ვეტერანების ამერიკული გამოცემა Vestern Today-ს მთავარმა რედაქტორმა თავის მკითხველს აუწყა, რომ „აშშ მოითხოვს რუსეთთან შეერთებას“.

სახელმწიფო დონეზე კორუფციით, ცრუ, უნაყოფო ხელმძღვანელობით ყელამდე სავსე ამერიკელების ჯგუფი რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას მოითხოვს.

„ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს რეფერენდუმის ჩატარება თაობაზე შემდეგ საკითხზე: დავრჩეთ ბანკროტ-სახელმწიფოდ, დანგრეული ეკონომიკით, რომელსაც დამნაშავე ოლიგარქები მართავენ, თუ შერთდეთ რუსეის ფედერაციას იმ პრეზიდენტის ძალაუფლების ქვეშ, რომელსაც ოლიგარქებისთვის რქების წარმატებით მომტვრევის გამოცდილება აქვს, - ამბობს ბილ ბლატსკი, კომიტეტის - „შეუერთდი რუსეთს - პუტინი პრეზიდენტად!“  ხელმძღვანელი.

რეფერენდუმის მომხრეები მიუთითებენ, რომ აშშ-ს ღრმა ისტორიული კავშირები აქვს რუსეთთან. „შეერთებული შტატების თითქმის 20%-ს შეადგენს ალასკა, რომელიც ისტორიულად რუსეთის ტერიტორია იყო, - განმარტავს ბლატსკი, - დღესაც კი სარა პეილინმა თავისი ფანჯრიდან რომ გადმოხედოს ბერინგის სრუტეს, შეუძლია ვლადივოსტოკის მოკაშკაშე ნათურები დაინახოს და ნაღვლიანი ოხვრით იქ, ცივილიზებულ ქვეყანაში ყოფნა ისურვოს, სადაც მასავით უმეცარ სოფლელს ყველაზე დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შანსიც არა აქვს. რატომ უნდა სურდეთ ამერიკელებს იმ სახელმწიფოში დარჩენა, სადაც პერიოდულად ასეთ პიროვნებას პრეზიდენტობის შესაძლებლობა ეძლევა? რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ იმ ქვეყნის ნაწილად ვიქცევით, სადაც განათლების სისტემის მოჩვენებითობა მაინც არის“.

მოძრაობა „პუტინი პრეზიდენტად!’ ყურადღებას მიაპყრობს, რომ სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით მდებარე დასავლეთის სანაპირო - ამერიკის ყველაზე მაგარი ადგილი - ასევე შეიძლება რუსეთის ისტორიულ ადგილად ითვლებოდეს. „ეს უბრალოდ ალასკა არ არის, - განმარტავს ბლატსკი, - არის მიზეზი, რომლის გამოც უდიდეს მსოფლიო ლიდერს მარიხუანის წარმოებაში, ჰუმბოლდტის საგრაფოს, კალიფორნია, სახელი რუსი მკვლევარისა და კანაფის მცოდნის ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც რუსეთის დროშა ამ სანაპიროებზე აღმართა, თუმცა ეს დაავიწყდა მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვის გამო.

მოდი, ნუ დავივიწყებთ, რომ ბოგემსკაია როშჩა, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან ამერიკის ოლიგარქები თავისი მძარცველი გეგმების შესამუშავებლად, მდინარე რუსკაიას ნაპირზე მდებარეობს. ურიგო ხომ არ იქნებოდა, პუტინს ჯავშანმზიდი გაეგზავნა მდინარის შესართავთან და ყველანი დაეპატიმრებინა?“

ოპონენტები ირწმუნებიან, რომ რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ არაკონსტიტუციურია. მომხრეები კი პასუხობენ, რომ ყველაფერი, რაც აშშ-ის მთავრობას გაუკეთებია 9/11-ის შემდეგ და იმის დიდი ნაწილიც, რაც იქამდე მოუმოქმედებია, ასევე არაკონსტიტუციურია, თუმცა ეს არავის აღელვებს.

თუკი საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება ვერ მოხერხდა, იდეის მომხრეებს სათადარიგო ვარიანტიც აქვთ: ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის წარდგენა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე. ბლატსკი მაღალ შეფასებას აძლევს პუტინის შანსებს: „თუკი პუტინს ძირითადი პარტიების 6 კანდიდატს - ბარაქ ობამას, მით რომნის, ჯონ მაკკეინს, ჯონ კერის, ალ გორსა და ჯორჯ უ. ბუშს დავუპირისპირებთ, იგი ამორჩეველთა მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე ყველა ეს კანდიდატი ერთად აღებული“.