სამართალი
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

mSeneblloba-sam-3-relსაქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. „ა.წ. 14 მარტს ბატონ როლანდ ახალაიას მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად გვინდა განვმარტოთ, რომ საერთოდ, ყველა ეპარქიას უნდა ჰქონდეს საეპისკოპოსო რეზიდენცია, ანუ ეპარქიის სამმართველო ცენტრალური ადგილი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კი ასეთი ცენტრი არ ჰქონდა; (და დღემდე არ გააჩნია).

ამიტომაც 2009 წელს ქ. ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს, დაისვა ეს საკითხი და ბატონმა როლანდმა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გამოთქვა მზადყოფნა ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი (როგორც დე-ფაქტო სასაზღვრო ზოლში), სახლის აშენების შესახებ.

თუმცა ეს ნათქვამი არ განხორციელებულა და რაიმე რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა,“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 14 მარტს სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილმა პროკურორმა როლანდ ახალაიამ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს თხოვნით მიმართა, განცხადება გააკეთოს სამეგრელოში საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობის გეგმასთან დაკავშირებით. საუბარია 2009 წელს პატრიარქის სამეგრელოში ვიზიტისას საპატრიარქოს მშენებლობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

როგორც ახალაია აცხადებს, პროცესის სათავეში ჩადგომა მას პირადად უწმიდესმა სთხოვა, ხოლო მოძიებული თანხები არ გახარჯულა და ამ დრომდე არსებობს.