პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის წევრებს საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე წარუდგინა
საქართველო, 17 მარტი,
საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის წევრებს საარჩევნო შტაბის უფროსი
კახა კალაძე წარუდგინა და შტაბის მომავალი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების შესახებ იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგები გააცნო.