აქტუალური
საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. “რუსეთი მზად არის, ხისტად უპასუხოს უკრაინის სიტუაციის გამო დასავლეთის შესაძლო სანქციებს. პუტინს, რომელიც მოსახლეობის ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, შეუძლია მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს ევროპას, შემდეგ კი ორიენტაცია აზიასთან ვაჭრობაზე აიღოს”, - დარწმუნებულია ფრანგული გამოცემა realpolitik.tv-ის ჟურნალისტი ქსავიე მორო. მისი აზრით. რუსეთის “შეუბრალებელი” პასუხი მთელ რიგ გაბედულ ქმედებებს მოიცავს:
- ყველა იმ სახელმწიფოს სავალო ვალდებულებების გაყიდვა, რომლებმაც სანქციები შემოიღეს;
- რუსეთის სახელმწიფოს ან საწარმოების მიერ აღებული ნებისმიერი კრედიტის დაბრუნებაზე უარის თქმა;
- დასავლეთის აქტივების კონფისკაცია;
- მთელი დასავლური ვალუტა გაიყიდება და აზიური სავალუტო რეზერვებით შეიცვლება;
- დასავლეთთან ვაჭრობა დამთავრდება და მთელი ეკონომიკა აზიაზე, კერძოდ, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაზე აიღებს ორიენტაციას, რომლებიც ამ პერსპექტივის თაობაზე უკვე საქმის კურსში არიან და მათთვის ასეთი გაწყვეტა მეტად ხელსაყრელი იქნება;
- დოლარი მთლიანად გამოირიცხება კომერციული ბრუნვიდან.
“ამ ნაბიჯების შედეგები ევროპული ეკონომიკისთვის კატასტროფული იქნება, განსაკუთრებით საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთისთვის”, - აფრთხილებს ავტორი.