პოლიტიკა
აღნიშნულ ორგანიზაციას კახა კუკავა უხელმძღვანელებს. ის, რომ კახა კუკავა ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას აპირებდა, რამდენიმე დღის წინათ საქინფორმს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმაც დაუდასტურა. ახალი ორგანიზაციის ამოცანაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე როგორც პარტიული, ისევ უპარტიო მოხალისეების მოზიდვა.
ამიერიდან კონსერვატიული პარტია ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით და "ხალხის პარტია" კობა დავითაშვილის მეთაურობით ფინანსურ, პოლიტიკურ, ორგანიზაციულ რესურსებს აერთიანებენ და ამ პირობებში ერთიანი მმართველობით პოლიტიკურ საქმიანობას "ეროვნული საბჭოს" ეგიდით გააგრძელებენ. "ეროვნული საბჭოს" საქმიანობის პრიორიტეტი ერთიან ოპოზიციურ პროექტებში მონაწილეობა და ოპოზიციური სპექტრის საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა იქნება.