აქტუალური
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს შეხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპაციის ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესის განახლებით გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გარემოება აუარესებს როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.