სამართალი
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

taghlitoba-sam-3საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოთარ გ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა სხვადასხვა დროს ორი მოქალაქისგან დაიქირავა და იჯარა-შესყიდვის უფლებით აიღო 6 მსუბუქი ავტომანქანა, შემდეგ კი მფლობელების ნებართვის გარეშე ისინი თაღლითურად მიისაკუთრა და უკანონოდ გაასხვისა.

სამართალდამცველებმა უკანონოდ გასხვისებული 4 ავტომანქანა - თბილისსა და თელავში, ხოლო 1 ავტომანქანა, დაშლილი სახით, თბილისში, ავტონაწილების ერთ-ერთი ბაზრობიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).