სამართალი
შსს-მ 46 აბი სუბუტექსი ამოიღო

subuteksi-sam-2საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ზვიად კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ზვიად კ. იმ დროს დააკავეს, როცა ის ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მანქანით გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 46 აბი და 4 ნატეხი სუბუტექსი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული აბები 0,3988 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ზვიად კ-მ თურქეთში უკანონოდ შეიძინა და 10 მარტს საქართველოში შემოიტანა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.