საზოგადოება
თემურ ალასანია ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივის

alasaniaსაქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია დღეს გადაცემა „პოზიციის“ სტუმარი იქნება. გადაცემის ანონსის მიხედვით, ალასანია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს სასამართლოში სარჩელით უპასუხებს.

მას (სააკაშვილს. რედ.) ჩაყვანილი ჰყავს საკუთარი ბიძა (თემურ ალასანია. რედ.). ჩემი ინფორმაციით, ის კა-გე-ბეს ყოფილი პოლკოვნიკია და ყოფილები, ხომ იცით, არ არსებობენ ამ სფეროში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ალასანიაზე.

დღევანდელ გადაცემა „პოზიციაში“ თემურ ალასანია ასევე უპასუხებს მის მიმართ დაგროვილ ხმაურიან კითხვებს: რა კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილის ბიძას იარაღით უკანონო ვაჭრობასთან და ზურაბ ჟვანიას საქმესთან; რატომ გაჩნდა ეჭვები მისი და რუსული სპეცსამსახურების თანაშრომლობის შესახებ; იყო თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების რუხი კარდინალი თემურ ალასანია და რა მისიით ჩავიდა ის უკრაინაში ყოფილ პრეზიდენტთან ერთად. ეს თემურ ალასანიას პირველი პირდაპირი სატელევიზიო ეთერია.