პოლიტიკა
საქართველოში პარლამენტარიზმის აღდგენას დღეს 20 წელი შეუსრულდა

parlamentarizmis-istoriaპარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქარაძემ დღეს მიმოიხილა პარლამენტარიზმის ისტორია პირველი სესიის ჩატარებიდან 2010 წლამდე და პარლამენტის მუშაობას დღემდე დადებითად აფასებს. საქინფორმთან საუბარში კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ხმალაძე განმარტვას, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ობიექტური მიზეზების გამო ვერც შეასრულებს.

ხმალაძის აზრით, დეპუტატთა უმრავლესობა ღილაკზე თითის დასაჭერად ჰყავს მმართელ პარტიას შეყვანილი პარლამენტში და მათი ფუნქცია მხოლოდ ხმის მიცემის დრო თანხმობის დადასტურებაა.

ცნობისთვის: 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელსაც საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები უწოდეს. ოცი წლის წინათ, 12 ნოემბერს, ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვება ზვიად გამსახურდიას საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" მოიპოვა.

დავით ბაქრაძე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში მეშვიდე პარლამენტის თავმჯდომარეა.