უცხოეთი
საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ორი ხუთსართულიანი სახლის აფეთქებისა და ჩამონგრევის შედეგად ნიუ იორკში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 74 დაიჭრა, - ამის შესახებ ტელეარხი NBC News იუწყება.
უწინ 3 კაცის დაღუპვასა და 69-ის დაჭრას იტყობინებოდნენ.
დაშავებულთა შორის არიან ქალი და 15 წლის მოზარდი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. დაზარალებულთა უმეტესობა მსუბუქადაა დაჭრილი.ბოლო მონაცემებით, დაკარულად ითვლება 9 ადამიანი.
ჰარლემში მომხდარმა აფეთქებამ ორი ერთმანეთის მომიჯნავე აგურის შენობა გაანადგურა, სადაც განთავსებული იყო ბინები, ეკლესია და მაღაზია. აფეთქების წინ სამართალდამცავებმა შეტყობინება მიიღეს გაზის გაჟონვის შესახებ.