უცხოეთი
ობამა - იაცენიუკს: „რუსეთს ძვირად დაუჯდება, თუ უკრაინის მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის“

1-ucx-2საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. აშშ-მა და მსოფლიომ ძვირად უნდა დაუსვას რუსეთს, თუკი იგი უკრაინის მიმართ კურსს არ შეცვლის. ამის შესახებ დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკან შეხვედრაზე.

ამის შესახებ censor.net  „რადიო სვობოდაზე“ დაყრდნობით იუწყება.

ბარაქ ობამამ სიხარულით მიესალმა იაცენიუკს თეთრ სახლში და აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი ხალხის გამბედაობით, რომელიც დემოკრატიისა და თავისი მომავლის არჩევის უნივერსალური უფლებისთვის იბრძვის.

ობამას თქმით, მას შემდეგ, რაც ვიქტორ იანუკოვიჩი გაიქცა, უმაღლესმა რადამ პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლების ვაკუუმის შევსებაზე, ჩამოაყალიბა მთავრობა, რომელიც ახლა რეფორმებს ახორციელებს და მოლაპარაკებები დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ყველაზე მთავარი კი ისაა, - თქვა ობამამ, - რომ ისინი მომხრე არიან ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა, რომლის დროსაც უკრაინელი ხალხი შეძლებს თავად აირჩიოს ახალი ხელისუფლება.

ამერიკის პრეზიდენტმა, კერძოდ, შენიშნა: „ყველაზე დიდი განსაცდელი, რომლის წინაშეც ამჟამად უკრაინა დგას,  მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაკარგვაა. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ყირიმში რუსეთის შეჭრას, მათი ბაზების მიჯნების მიღმა გადაადგილებას საერთაშორისო კანონებისა და შეთანხმებების, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად მივიჩნევთ“.