უცხოეთი
საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ბელარუსმა და რუსეთმა ბელარუსის აეროდრომებზე რუსული გამანადგურებლების ბაზის გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ჯარების სარდალმა ოლეგ დვიგალევმა განუცხადა.
„საჰაერო თავდაცვის ერთიანი რეგიონული სისტემის დებულების რეალიზებისას მე უშუალოდ ბელარუსის ტერიტორიაზე სათადარიგო ძალების გაძლიერების საკითხთა დამუშავებას შევუდექი. რუსულ მხარესთან შეთანხმებით გადაწყვეტილება მივიღეთ რუსული გამანადგურებლების ჩვენს აეროდრომებზე გადმოტანის შესახებ“, - განაცხადა დვიგალევმა.სარდალმა აღნიშნა ასევე, რომ „აეროდრომები ავიაციის მისაღებად მზადაა“.
„ჩვენ უკვე ვასრულებთ საბრძოლო მორიგეობის ამოცანებს რუსებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე 2013 წლის დეკემბერიდან. ორი როტაცია წარმატებით განხორციელდა“, - განმარტა დვიგალევმა, რომლის თქმითაც, უახლოეს ხანებში დამუშავდება ბელარუსის საჰაერო სივრცის პატრულირების, რუსული და ბელარუსული ეკიპაჟების ურთიერთქმედების, ახალ აეროდრომებზე ბაზების განთავსების, ასევე რესპუბლიკის საჰაერო სივრცის ათვისების საკითხები.