აქტუალური
“აირზენას“ თვითმფრინავი ამსტერდამიდან თბილისში მოფრინავდა. აფრენიდან დაახლოებით ერთ საათში მე-20 რიგში ილუმინატორის მარცხენა მხარეს მჯდომმა ჰოლანდიელმა მამაკაცმა წვერიანი მამაკაცის გამოსახულება შენიშნა. ამის შესახემ მან დანარჩენ მგზავრებსაც უთხრა და ეკიპაჟის წევრებიც დაინტერესდნენ. დანარჩენებმაც იგივე დაინახეს. ეს გამოსახულება დაფრენის შემდეგაც იყო, შემდეგ კი გაქრა“, - განუცხადა “კვირას“ იასე ზაუტაშვილმა.
ორშაბათს “აირზენას“ მიერ შესრულებულ თბილისი-ამსტერდამი-თბილისის ავიარეისის მგზავრები ხილული სასწაულის მომსწრენი გახდნენ. ილუმინატორზე გამოსახულება, სავარაუდოდ, წმინდა ნიკოლოზისა იყო.