უცხოეთი
პესკოვი: „ყირიმელი თათრების მეჯლისის ექსხელმძღვანელი მოსკოვში მოვიწვიეთ“

1-mejlis-ucx-3საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა  დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელი, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი მუსტაფა ჯემილევი მოსკოვშია მიწვეული. „ვადასტურებ, რომ მუსტაფა ჯემილევი რუსეის დედაქალაქშია მიწვეული“, - განუცხადა პესკოვმა „ინტერფაქსს“.

უწინ უკრაინულმა გამოცემამ „15 წუთი“, ჯემილევის სიტყვებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ იგი კრემლში პუტინთან სასაუბროდ არის მიწვეული.

მეჯლისის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ცნობით, ჯემილევი მოსკოვში გაფრინდა, რათა თათრეთის ექსპრეზიდენტ მინტიმერ შაიმიევს შეხვდეს.