აქტუალური
ანდერს ფოგ რასმუსენი: „ამ არაპროგნოზირებად მსოფლიოში ნატო სტაბილურობის ერთადერთ გარანტად რჩება“

1-fog-rasmusenსაქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ევროპა უსაფრთხოების ზონად ჯერჯერობით არ ქცეულა და ნატო ამ არაპროგნოზირებად მსოფლიოში სტაბილურობის ერთადერთ გარანტად რჩება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

უკრაინაში დრამატული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობა დასრულებული არ არის. მიუხედავად იმ ისტორიული ცვლილებებისა, რომლებიც 1999 წლიდან განხორციელდა, სტაბილურობა და უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში ჯერჯერობით არ შეიძლება მოცემულობად შეფასდეს. ნატო მხარს უჭერს თითოეული ერის უფლებას, თვითონ განსაზღვროს თავისი მომავალი“, – განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს დემოკრატიულ ღირებულებებს. „ჩვენ კარი ღია გვაქვს იმ ევროპული დემოკრატიებისთვის, რომლებსაც სურთ და ძალა შესწევთ, ალიანსის წევრის უფლება-მოვალეობები შეასრულონ“, – განაცხადა რასმუსენმა.