პოლიტიკა
2011 წლის ბიუჯეტში 400 მილიონი ლარის ბედი გაურკვეველია

biujeti2"NDI"-ის ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს. ,,ქრისტიან დემოკრატების’’ წევრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - ლევან ვეფხვაძის აზრით, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი კორუფციულია.

,, ხშირად არის საუბარი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მოისპო კორუფცია, რაც, ერთი შეხედვით, რეალურია, რადგან ინსპექტორს არავინ აღარ აძლევს ფულს, თუმცა კორუფცია რომ კვლავ არსებობს, ამას 2011 წლის ბიუჯეტის პროექტიც ადასტურებს. ჯანდაცვის ბიუჯეტში გაწერილია რიგი თანხები, თუმცა მათი ხარჯვის მექანიზმები არ არის ცნობილი და არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაში უნდა დაიხარჯოს ეს ფული. იგივე მდგომარეობაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტშიც, რადგან არავინ იცის, რაში უნდა დაიხარჯოს იქ არსებული 40 მილიონი ლარი,’’ - აცხადებს ვეფხვაძე.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 300-400 მილიონია გათვალისწინებული, რომლის გახარჯვის დეტალები უცნობია.