სამართალი
კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, პროკურატურამ დაცვის მხარეს სრულად გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2013 წლის 24 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული ბრალდებულ გიორგი უგულავას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულებითი მნიშვნელობისაა.
მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მიღებული მასალები პროკურატურამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისას გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს და სწორედ დაცვის მხარის, კერძოდ, ბრალდებულ გიორგი უგულავას მიერ 2014 წლის 12 მარტს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის წინა დღეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პროკურატურის დისკრედიტაციის მიზნით, მოხდა საუბრების შინაარსის დამახინჯებული ნაწილობრივი გასაჯაროება.