საზოგადოება
მოსალოდნელი შედეგი: ქართულ–რუსული დიალოგი გაურკვეველი ვადით გადაიდო...

1rezultat-saz-1საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. გუშინ გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან.

მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართულრუსული დიალოგის ფარგლებში 2014 წლის 14 მარტისათვის დაგეგმილი შეხვედრა გაიმართოს უახლოეს რამდენიმე კვირაში (შეხვედრის თარიღი დაზუსტდება).

საუბრის დროს დადასტურდა ქართულ–რუსული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.

საქინფორმი: რუსულ-ქართული დიალოგის გაურკვეველი პერიოდით გადადებული მორიგი რაუნდი შედეგია “სახელოვანი” ქართველების ჰიპერაქტიურობისა უკრაინელი პუტჩისტების მხარდასაჭერად, რომლებსაც ევროკავშირი და აშშ უკრაინის ახალ ხელისუფლებას უწოდებენ: გადატრიალების ბელადი სააკაშვილის - მაიდანზე, რესპუბქლიკელი ხიდაშელის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, აგრეთვე პარლამენტის რეზოლუციით და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ოფიციალური განცხადებებით, რომლებიც ყირიმში აგრესორის (რფ-ის) ოკუპაციურ ქმედებებს გმობენ.