პოლიტიკა
ოპერაცია კოდური სახელწოდებით „გრიფონი III“

1-grifon-pol-3საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ISAF-ის მისიაში მონაწილე 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია ჩაატარეს კოდური სახელწოდებით „გრიფონი III“. ოპერაცია მოწინააღმდეგის მოსალოდნელი ორგანიზებული შეტევის აღკვეთას ისახავდა მიზნად.

31-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სოფლის იზოლირება ამერიკელი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფით განახორციელა. „გრიფონი III“  12 საათს გაგრძელდა. ოპერაციას „ალფა“ ასეულის მეთაური, კაპიტანი ზაზა გორგოძე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდა 130 ქართველი და 14 ამერიკელი სამხედრო. ჩართული იყო  24 ჯავშანმანქანა MRAP. ასეულის უსაფრთხოებას ჰაერიდან „ოსპრი და „ჩინოკი ტიპის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა.  ოპერაციის მსვლელობას ადგილზე 31-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და ტაქტიკური დაჯგუფების მეთაური, პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი ზედამხედველობდნენ.

„გრიფონი III“  წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცები ბაზა „ლეზერნეკზე“ მშვიდობით დაბრუნდნენ.