პოლიტიკა
დემოგრაფიული საკითხების მოგვარება - სახელმწიფო პოლიტიკის რანგში

1-demografia-pol-2საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრის ინიციატივით იმ რეგიონებში, სადაც არსებობს შობადობის მნიშვნელოვანი კლება და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.

პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა 1 ივნისიდან ამოქმედდება. დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების მიზნით სახელმწიფო უკვე ახორციელებს არაერთ პროგრამას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობა უკვე უფასოა. იგეგემება სხვა კომპლექსური ღონისძიებები დემოგრაფიული პრობლემის გადასაწყვეტად.