სამართალი
დაკავებული მეძავები ფილოლოგები არიან

dakavebuli8უკრაინაში სუტენიორობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მილიციელებმა კიევში სექსუალური მომსახურების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 10 ნოემბერს დააკავეს. "იგი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გასაწევად, მეძავებს კლიენტებს აკავშირებდა", - აცხადებენ სამართალდამცველები.

მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მეძავებს კლიენტებს კიევში, დაქირავებულ ბინაში, ახვედრებდა. ახლახან მილიციამ ლვოვში ორი "VIP-მეძავიც" დააკავა, რომელთაც ფილოლოგების დიპლომები აღმოაჩნდათ.