სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

1-drugs-sam-1საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული მალხაზ ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 51,5 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 14,0 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია კანაფის ფისის შემცველი 1,68 გრ ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები თურქეთის რესპუბლიკაში 2200 თურქულ ლირად შეიძინა და საქართველოში შემოიტანა.

ნარკოლოგიური შემოწმებით მალხაზ ბ-ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.