საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი გოჩა ფაშალიშვილი და მოქალაქე გურამ ჭაღალიძე დააკავეს.
მოქალაქე გურამ ჭაღალიძემ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ბრალდებულ გენადი გაბაიძის ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ შეძლებდა საპატიმრო სასჯელის გარეშე გენადი გაბაიძის საქმის დასრულებას, რაშიც მას დაეხმარებოდა მისი ნაცნობი პროკურორი გოჩა (ბადრი) ფაშალიშვილი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იყო ადვოკატი, მოტყუებით, დაზარალებულებს თავი გააცნო ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორად და დაარწმუნა ბრალდებულ გენადი გაბაიძის ოჯახის წევრები, რომ მისი მეშვეობით პროკურატურასთან მოხდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით სასჯელზე, რის სანაცვლოდაც მათ დაზარალებულს გამოართვეს 1000 ლარი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.