აქტუალური
დევიდ კემერონი: „ყირიმის ინტერვენციისთვის პუტინი უნდა დაისაჯოს“

1-David-Cameronსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ოფიციალური ბრიუსელი ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმში საფრთხეს ხედავს. ეს რეფერენდუმი საშიშროებას უქნის მთელ ევროკავშირს, რადგან შესაძლოა ევროპის სხვადასხვა რეგიონში სეპარატიზმის პროვოცირება მოახდინოს, - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

ამ საფრთხის აღსაკვეთად ევროკავშირი მზად არის ნეგატიური ეკონომიკური შედეგებისთვის, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოჰყვება. იმ შეთხვევაში, თუ რუსეთი ყირიმში ვითარების გამწვავებას განაგრძობს, ევროკავშირი არა მარტო აქტივებს გაყინავს და შეზღუდვებს დააწესებს, არამედ მოსკოვთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობასაც შეწყვეტს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კემერონის განცხადებით, ლონდონი მზად არის ფინანსური ზარალი განიცადოს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყირიმის ინტერვენციისთვის პუტინი უნდა დაისაჯოს.

„ევროპის კომისია მალე დაიწყებს მუშაობას დამატებით ზომებზე რუსეთის წინააღმდეგ. ეს მოიცავს ანგარიშების გაყინვას და სავიზო შეზღუდვებს. ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები და სამეფო ოჯახის წევრები არ ჩავლენ სოჭში პარალიმპიურ თამაშებზე. შექნილი ვითარების გამო გადავდებთ ყველა დაგეგმილ შეხვედრებს სამინისტროების დონეზე. ასევე განვიხილავთ სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის საკითხსაც“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.