საზოგადოება
არასამთავრობოები წმიდა ნინოს ჯვარის აღმართვის ადგილას წამოწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ

wminda-ninos-jvariარასამთავრობო ორგანიზაციები მცხეთაში ახალი სამანქანო გზის მშენებლობას აპროტესტებენ. დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" 47 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გამართავს შეხვედრას, სადაც მცხეთაში, წმინდა ადგილზე მიმდინარე მშენებლობა განიხილება.

ასამთავრობოების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს მცხთის საქალაქო სივრცეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს იმ მონაკვეთში, რომელიც, ერთის მხრივ, მოქცეულია ძველ მოგვთა ხიდსა (იგივე პომპეუსის ხიდი) და სამანქანო ახალ ხიდს შორის. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მდებარეობდა წმიდა ელიოზ მცხეთელისა და მისი დის წმიდა სიდონიას სამოსახლო ადგილი, სადაც წმიდა ნინომ ჯვარი აღმართა და მირიან მეფე და ნანა დედოფალი მონათლა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანობის საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას.