აქტუალური
„სახელმწიფო მდივანი კერი მუდმივ კავშირშია საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ისინი ერთმანეთს უახლოესი დღეების განმავლობაშ გაესაუბრებიან. წინა კვირას მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მოლაპარაკებას დეესკალაციაზე გააგრძელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან ამ პროცესში მონაწილეობის ნიშნებს დაინახავს. ჩვენ გვინდა, რომ ორივე მხარეს ამ მოლაპარაკების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდეს“, - განაცხადა აშშ-ის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ.
„უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე საერთაშორისო კონსენსუსი არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს დიპლომატიურად და მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით. არსებობს გზა რუსეთისთვისაც, რომელიც მას უფლებას აძლევს ჰქონდეს თავისი ლეგიტიმური ინტერესები, რომელთაც ცნობს საერთაშორისო საზოგადოება და მიიღებს მათ სერიოზულად“, - აღნიშნა აშშ-ის თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯეი კერნიმ.