აქტუალური
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა

1-kerry-vizitსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩამოვა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ჯონ კერის ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იგი საქართველოს გაზაფხულის ბოლომდე ეწვევა. ამერიკულ და ქართულ მხარეებს შორის ვიზიტის დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.

„დადასტურებულად ვიცით, რომ ჩამოვა სახელმწიფო მდივანი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთი დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრისმთქმელია - ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ფაქტიურად რეალურად ვაშინგტონში ვიზიტი, შემდეგ უკვე ურთიერთობის შესაძლებლობა მრავალხრივ ფორმატში, ისევ მერე მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში - ეს  ყველაფერი არის ძალიან სერიოზული ნიშანი“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.