სამართალი
მეხანძრე მაშველები თბილისის მერიასთან აქციას გამართავენ

1-mexanZreსაქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ხვალ, 12 საათზე, თბილისის საგანგებო სიტუაციების სააგენტოსთან მოშიმშილე მეხანძრე მაშველები თბილისის მერიასთან გადაინაცვლებენ და საპროტესტო აქციას მერიის ცენტრალურ შესასვლელთან გამართავენ.

აქციის მონაწილეები სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და გათავისუფლებული მეხანძრე მაშველების აღდგენას მოითხოვენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მოშიმშილეთა ერთი ნაწილი მოთხოვნების შესრულებამდე შიმშილობის გაგრძელებას მერიასთან აპირებს.