საზოგადოება
საქინფორმი: „სუხიშვილისა და რამიშვილის ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების წელს შეიქმნა, დღეს ნეოფაშისტებისათვის ცეკვავს!“

1-ansabl-obS-1-Glსაქართველო, 10 მარტი, საქინფორმი: როგორც საქინფორმი გასულ პარასკევს, 2014 წლის 7 მარტს იუწყებოდა, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ვლავ გახდა სამარცხვინო მასობრივი თავდასხმების საგანი - ამჯერად მოსკოვში მეორე გასტროლის გამო, რომელიც 2014 წლის 16 აპრილს იყო დაგეგმილი. თბილისში გავრცელდა პეტიცია რომლის ხელისმომწერები მოითხოვდნენ „ერისიონისათვის“ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის ჩამორთმევას და დაფინანსების შეწყვეტას „რუსი ოკუპანტი-აგრესორების წინაშე ცეკვისათვის, რომლებმაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს, მაშინ, როცა მთელი საქართველო უკრაინას უჭერს მხარს!“. ინტერნეტში დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება და გავრცელდა ყალბი, ფოტოშოფში შეთითხნილი ფოტო, რომელზეც „ერისიონის“ მოცეკვავეები მოსკოვში თავიანთი პირველი გასტროლის დროს (გასული წლის მარტში) რუსეთის ფედერაციის სამფერა მოფრიალე დროშის ქვეშ ცეკვავენ „ხორუმს“ (იხ. ფოტო ქვემოთ).. ამის შედეგად ანსამბლი „ერისიონი“ იძულებული გახდა უარი ეთქვა გასტროლებზე, თუმცა ბილეთები კონცერტებზე კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე იყიდებოდა.

მაგრამ იმავე დღეს - 2014 წლის 7 მარტს, ასევე 8 მარტს, კიევში, ეროვნულ სასახლე „უკრაინაში“ მთელ მსოფლიოში სუხიშვილის და რამიშვილის ანსამბლის სახელით ცნობილმა ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა 4 კონცერტი გამართა, რომლებზეც „ხორუმი“...უკრაინული დროშით იცეკვა! როგორც გვესმის, იცეკვა ნაციონალისტებისა და ნეოფაშისტების მხარდასაჭერად, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად საერთაშორისო ბოროტმოქმედისა და ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის „საქართველოს ნაციონალისტური მოძრაობის“ ლიდერების ხელმძღვანელობით მიიტაცეს ხელისუფლება. (იხ. ფოტო ზემოთ, ვიდეო ნახეთ აქ.)

არა, საქართველოში არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ „სუხიშვილები“ წლიდან წლამდე კარგავენ ძველ, ოდესღაც ფანტასტიკურად მაღალ დონეს, რომელმაც საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი და დღეს ბევრად ჩამორჩებიან „ერისიონს“, მაგრამ ხელოვნების და პოლიტიკის ერთმანეთში არევა და სააკაშვილის პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მოცეკვავე მარიონეტებად ქცევა და კონკურენტებთან ამგვარად გასწორება?!

რას იტყოდნენ ამის შესახებ სსრკ-ის სახალხო არტისტები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ? საბჭოთა ხალხის ფაშიზმზე გამარჯვების წელს - 1945 წელს შექმნილი ანსამბლის პირველი ხელმძღვანელები და სოლისტები?!

1-ansambl-obS-1-vniz