პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილის განცხადება

vano-merabisშსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის’’ საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკას’’ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მერაბიშვილის განცხადებით, ჯაშუშების დაკავება მისი მიზანი არ არის, მთავარია ლუსტრაცია და ინფორმაციის მიღება. შს მინისტრი ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მინიმუმ სამი ჯაშუშური ქსელი "გრუ", "ფე-ეს-ბე" და "ეს-ვე-ერი" მუშაობს.

,, რუსული აგენტურული ქსელის წევრების დაკავება მოსკოვისათვის სერიოზული დარტყმა იყო. კრემლი ეტაპობრივად მიეჩვევა საქართველოში რუსი ჯაშუშების ლუსტრაციას. ეს არ არის ერთადერთი ოპერაცია, რომელიც დღეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარეობს. "გრუს" სხვა საეჭვო ქსელები საქართველოში ისევ არსებობს და ჩვენ მათი თვალთვალით ვართ დაკავებულნი და ინფორმაციას ვაგროვებთ", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინათ ოპერაცია ,,ენვერის’’ შესახებ ფილმი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის ეთერში აჩვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ,,რუსთავი 2’’-ისთვის მიცემულმა ექსკლუზიურმა ინტერვიუმ დანარჩენი ტელეკომპანიების გაღიზიანება გამოიწვია. ალბათ, ამის გამო გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ამჯერად ტელეკომპანია ,,იმედისთვის’’ მიეცა. ამასთან, ,,იმედი’’ ხვალ, საღამოს ეთერში, შესთავაზებს მაყურებელს თავისსავე მომზადებულ ფილმს შინაგან საქმეთა მინისტრზე.