სამართალი
კონგრესმენმა რონ პოლმა აშშ-ის ხელისუფლების მიერ რუსეთის კრიტიკას ფარისევლობა უწოდა

1-ron-samart-3საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. წარმომადგენელთა პალატის წევრი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რონ პოლი ტელეარხ Russia today-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თეთრ სახლს მორალური უფლება არ აქვს, უკრაინაში გატარებული პოლიტიკის გამო რუსეთს დაემუქროს.

„ჩვენ ვინ მოგვცა სუვერენიტეტის დარღვევის თაობაზე ნოტაციების კითხვის უფლება? მაშ რაღა ვუყოთ ერაყის, ავღანეთის, იემენის, ჩრდილოეთ აფრიკის სუვერენიტეტს? გამუდმებით სხვის საქმეებში ვყოფთ ცხვირს - პაკისტანში ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატები დაფრინავს, მთელ მსოფლიოში ჩვენი 800 სახედრო ბაზაა განავსებული“, - განაცხადა რესპუბლიკელმა რონმა.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ აშშ მუდამ ერევა სხვა სახელწიფოების საშინაო საქმეებში და ამასთან დემოკრატიას ქადაგებს. მან მაგალითად მოიყვანა ეგვიპტე, როცა ვაშინგტონი ხელისუფლების სათავეში მოსვლაში დაეხმარა „ძმებ-მუსლიმანებს“, შემდეგ კი მათი ლიდერი მუჰამედ მურსი, რომელიც პრეზიდენტად აირჩეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს.

„არ მიყვარს ფარისევლობა. ვქადაგებთ ერთს და ამავდროულად სხვადასხვა მიზეზით ყველას ზურგსუკან წყალს ვამღვრევთ“, - აღნიშნა კონგრესმენმა.