აქტუალური
ებრაელი პოლიტოლოგი: დასავლეთი იმედგაცრუებულია უკრაინის ახალი ხელისუფლებით

1-politolog-aqt-3საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ეს მოსაზრება ებრაელმა პოლიტოლოგმა, პუბლისცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ავიგდორ ესკინმა ForUm-ზე, კომენტარებში გამოთქვა.

„დასავლეთი კატეგორიულად არ ჩაერევა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში სამხედრო-სტრატეგიული კუთხით. ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს უკრაინის ლიდერებისთვისაც. ამერიკელებმაც არაერთგზის განაცხადეს, რომ სახედრო კუთხით ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში არ ჩაერევიან“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ესკინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური ნაბიჯები უფრო სიმბოლური და დეკლარაციული ხასიათისა იქნება.

„სანამ ევროპა რუსული გაზის მიწოდებაზეა დამოკიდებული, რუსეის ბოიკოტის არავიარი არსობრვი მცდელობა არ იქნება. ამას უნდა დავუმატოთ დასავლეთში გარკვეული იმედგაცრუება ხელისუფლების სათავეში მოსული მთავრობით. ტელეკომპაია ბი-ბი-სი და მრავალი დასავლური გაზეთი აღნიშნავენ, რომ პატივცემულ კლიჩკოსა და იაცენიუკთან ერთად უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდნენ ძალები, რომლებიც ნაცისტ დამნაშავეებს გმირებს უწოდებენ. ეს მიუღებელია არა მარტო კრემლის, არამედ ინგლისელებისა და ფრანგებისთვისაც“, - განმარტა პოლიტოლოგმა.

„რაც შეეხება უკრაინის ეკონომიკურ დახმარებას, სიტუაცია ამგვარია: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არ გამოყო კრედიტები გარკვეული წინასწარი პირობების შესრულების გარეშე. უკრაინას კი მათი შესრულება არ შეუძლია. შესაძლოა, დასავლეთმა და აშშ-მა 2-3 მლრდ დოლარი გამოყონ, მაგრამ მეტს ნურავინ მოელის. ქალბატონმა ნულანდმა ამას წინათ განაცხადა, რომ აშშ-მა მაიდანსა და მთელ ამ კამპანიაზე 5 მლრდ დოლარი დახარჯა.  ეს ფული უკრაინის ეკონომიკას რომ მოხმარებოდა 4 თვის წინ, იანუკოვიჩი დასავლეთის პირობებსაც შეასრულებდა ევროკავშირთან დასაახლოებლად. თუმცა, მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა“, - დასძინა პოლიტოლოგმა.