საზოგადოება
საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ზედიზედ ორი კვირაა ორწლიან მაქსიმუმზე იმყოფება (67,8%). “ეს ხდება უკრაინაში და ყირიმში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების (მათ კვირის მთავარი მოვლენა გამოკითხულთა 53%-მა უწოდა) და სოჭში ოლიმპიური თამაშების წარმატებით დასრულების, გამარჯვებულთა დაჯილდოების და პარალიმპიადის გახსნის ფონზე (42%)”, - ნათქვამია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის საიტზე.