საზოგადოება
სტივენ სიგალი: “იქნებ, ბოლოს და ბოლოს, მაყურებელს სიმართლე ვუთხრათ? განა საქართველო არ დაესხა თავს რუსეთს, მან კი საპასუხო ზომები მიიღო?!”

1-sigal-saz-2საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ამერიკელმა მსახიობმა სტივენ სიგალმა რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ “დროა, ჟურნალისტებმა უფრო ყურადღებით დაიწყონ იმ საგნების შესწავლა, რომლებზეც ლაპარაკობენ”, განსაკუთრებით,უკრაინაზე. ამის შესახებ მან ტელეარხ Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ბევრი პოლიტიკური რიტორიკა და პროპაგანდა გაისმის და აქ, ამერიკაში, რუსული მხარის საერთოდ არანაირი განცხადებები არ მესმის”, - დაიჩივლა კინოპროდიუსერმა.

მას არ სჯეროდა ჟურნალისტებისა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ რფ-ის შავი ზღვის ფლოტს შეეძლო უკრაინელებს დამუქრებოდა და მიაჩნია, რომ ასეთ რთულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციებში პრიორიტეტული უნდა იყოს რუსეთისა და უკრაინის ინტერესები, ჟა არა ევროპის.

ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრისას სიგალმა აღნიშნა, რომ მას ძალიან საინტერესოდ ეჩვენება> რომ მთელი ეს უთანხმოება სწორედ ოლიმპიადის წინ დაიწყო”. “ეგრეთ წოდებულ პატივცემულ ახალი ამბების არხებზე განუწყვეტლივ ამტკიცებენ: ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც როცა რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. მართლა? იქნებ ბოლოს და ბოლოს ვუთხრათ მაყურებელს სიმართლე? განა საქართველო არ დაესხა თავს რუსეთს, მან კი საპასუხო ზომები მიიღო? იქნებ დროა უფრო ყურადღებით შეისწავლონ საგნები, რომლებზეც ლაპარაკობენ, ან  შეწყვიტონ იმის გამეორება, რის თქმასაც მათგან ითხოვენ?”, - აღშფოთდა მსახიობი.