საზოგადოება
„ერისიონმა“ მოსკოვში კონცერტზე უარი თქვა და კონტრაქტი გააუქმა - მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის და დაფინანსების მოხსნით ემუქრებიან...
1-erisioni-saz-1საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. 2014 წლის 16 აპრილს მოსკოვში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ინტერნეტით მოქალაქეების პეტიცია გავრცელდა, რომელშიც ისინი „ერისიონისთვის“ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის და დაფინანსების მოხსნას მოითხოვენ:
„გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს, მოუხსნათ ანსამბლ „ერისიონს“ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და შეუწყვიტოთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან ჩვენთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ჩვენი გადახდილი გადასახადებით შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები ხმარდებოდეს „ერისიონის“ კრემლში გასტროლებს“
.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო „ერისიონმა“ რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.
როგორც For.ge-სთან საუბარში ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალჭკუასელმა აღნიშნა, კონცერტის გაუქმების  გადაწყვეტილება საპროდიუსერო კომპანიასთან შეთანხმებით პირადად მიიღო. „ერისიონი“ ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხისმგებლობა გვაქვს და ვცდილობთ, ზედმეტად არ გავაღიზიანოთ ჩვენი პარტნიორები. ისინი ძალზე კარგი ადამიანები არიან. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვეპყრათ და სახელი არ გავიტეხოთ. არ უნდა დაგვწამონ, თითქოს, ჩვენ უპასუხისმგებლო ადამიანები ვართ“, - განუცხადა ჯემალ ჭკუასელმა For.ge-ს.
ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ,. დიდი ჯარიმა მოჰყვება, რადგან მოსკოვში ამ კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდებოდა...