უცხოეთი
ევროკავშირმა სანქცირებული უკრაინელი ჩინოვნიკების სია გამოაქვეყნა

1-evrosoiuz-ucx-3საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირმა უკრაინის იმ მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომელთა მიმართ სანქციები დაწესდა. აღნიშნული სია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დაიბეჭდა.

სიაში 18 ადამიანი ფიგურირებს. მათ რიცხვში მოხვდნენ, ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც ჟურნალში ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიება და მისი ორი შვილი; უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ პშონკა, ექს-პრემიერი ნიკოლაი აზაროვი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები.