ყირიმის პარლამენტმა რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
საქართველო, 6 მარტი,
საქინფორმი. ყირიმის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ რეფერენდუმზე, რომელიც 16 მარტს ჩატარდება, ორ საკითხს გაიტანენ - ყირიმი 1992 წლის კონსტიტუციას დაუბრუნდება (რესპუბლიკა უკრაინის შემადგენლობაში შედის) თუ რუსეთის შემადგენლობაში შევა. ყირიმის პარლამენტს განზრახული აქვს რუსეთის პრეზიდენტს და რფ-ის ფედერალურ კრებას გაუგზავნოს მიმართვა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
ყირიმის პარლამენტმა რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, - ნათქვამია გადაწყვეტილების ტექსტში.
“შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რუსეთის ფედერაციის სუბიექტის უფლებებით”, - ნათქვამია გადაწყვეტილების ტექსტში, რომელიც “რია ნოვოსტის” ყირიმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა სერგეი შუვაინიკოვმა მიაწოდა.