აქტუალური
საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 5 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სტამბულში გაემგზავრა. კათოლიკოს-პატრიარქი ჩარტერული რეისით გაფრინდა დელეგაციის წევრებთან, მათ შორის, რამდენიმე მღვდელმთავართან ერთად, გამგზავრების წინ მას კომენტარი არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი თურქეთში მსოფლიო პატრიარქს, უწმინდეს ბართოლომეოს I-ს შეხვდება. შეხვედრის დეტალები და თემატიკა ოფიციალურად უცნობია, ისევე, როგორც ვიზიტის ხანგრძლივობა.თუმცა, კომპეტენტური წყაროებიდან მიღებული ცნობით, საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, აგრეთვე, აფხაზეთისა და უკრაინის ეკლესიებთან დაკავშირებული საკითხები.
მსოფლიოსა და საქართველოს პატრიარქები შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას ერთად აღავლენენ.