პოლიტიკა
„კომერცბანკის “ წარმომადგენლებმა დაადასტურეს ინტერესი ქართული ბაზრისადმი და საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
გერმანულ "კომერცბანკს" წარმომადგენლობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქვს და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას სს „კომერცბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი შტეფან შმიტმანი, ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელი პიერ ფიშერი, „კომერცბანკის“ წარმომადგენელი საქართველოში მარკო გრაფი, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.