აქტუალური
ამ ვითარებაში სრულიად მიუღებელია ის, რაც მოხდა გარდაბანში. პარტიის ზოგიერთმა წევრმა, მხარდამჭერმა თუ ნებისმიერმა სხვა პირმა ისარგებლა ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სახელით და თავისი დესტრუქციული და პროვოკაციული მოქმედებით პარტიის ავტორიტეტსა და ინტერესებს ზიანი მიაყენა. ამ ადამიანების ასეთი მოქმედება ბადებს სერიოზულ ეჭვებს - თუ ისინი არიან პარტიის ნამდვილი გულშემატკივრები, რატომ აძლევენ ოპონენტებს იმის შესაძლებლობას, რომ მათ თავი დაჩაგრულად წარმოაჩინონ.
პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება და ანგარიშსწორება კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ პოლიტიკას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ დადგინდა, რომ მომხდარში მონაწილე პირები ნამდვილად პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები არიან, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის უმკაცრესრეაგირებას.