სამართალი
პუტინი: “იმ პირობებში, როცა ადამიანები სამართლიანად ითხოვენ ახალ ხალხს ხელისუფლების ზედა ეშელონებში, არსებობს საფრთხე, რომ საიდანღაც შეიძლება რომელიმე ნაციონალისტი, ნახევრად მოფაშისტო ელემენტი გამოტყვრეს”

1-uslovia-11საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

“ჩემთვის მიუღებელია ხელისუფლებაში მოსვლის და მოქმედი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის გადაყენების ასეთი გზა, კატეგორიულად არ ვევანხმები ასეთ ფორმას როგორც მთლიანად, ისე უკრაინისთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის განსაკუთრებით. რატომ? იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ამკვიდრებს სამართლებრივ კულტურას. და თუ ვინმესთვის ასე მოქმედება ნებადართულია, ესე იგი, ყველასათვის ნებადართულია. ეს კი ქაოსს ნიშნავს. გესმით, ეს ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შეიძლება მოხდეს არამყარი ეკონომიკის და ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური სისტემის ქვეყნებში. მაგრამ აი ასეთ პირობებში შესაძლებელია ნებისმიერი ვინმე გამოხტეს. გაიხსენეთ, როგორ მოქმედებდნენ რემის რაზმები იმ დროს, როცა ჰიტლერი ხელისუფლებაში მისვლისთვის იქაჩებოდა. მერე ეს რემის რაზმები, არსებითად, გააუქმეს. მაგრამ მათ ჰიტლერის მოსვლაში თავიანთი როლი შეასრულეს. შესაძლოა ყველაზე მოულოდნელი ვარიანტები გამოჩნდეს.

და, ვიმეორებ, იმ პირობებში, როდესაც ადამიანები სამართლიანად, ხაზს ვუსვამ, სამართლიანად - და ამაში მაიდანს ვეთანხმები - მოითხოვენ კარდინალურ ცვლილებებს პოლიტიკაში და აბსოლუტურად ახალ ადამიანებს ხელისუფლების ზედა ეშელონებში, იმის საფრთხეც არსებობს, რომ საიდანღაც შეიძლება რომელიმე ნაციონალისტი, ნახევრად მოფაშისტო ელემენტი გამოტყვრეს, - ჩვენ კი ვხედავთ, რომ იქ, კიევში დღემდე სამკლაურებით დასეირნობენ, სვასტიკას რომ მოგვაგონებს - რომელიღაც ანტისემიტი, ასეთი საშიშროებაც არსებობს”.