სამართალი
პუტინი: იყო მოლაპარაკება: “ჩვენ ფულს მოგცემთ და გაზის ფასს დაგიკლებთ, თქვენ - წესიერად გადაიხდით”. ფული მივეცით, გაზს ფასი დავუკელით, გადახდა კი არ არის. ბუნებრივია, “გაზპრომი” ამბობს: “ბიჭებო, ასე არ გამოვა”

1-Bila-10საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

“გაზპრომი ძველ ფასებს არ უბრუნდება, მას არ სურს მოქმედი ფასდაკლებების გაგრძელება, რომელთა შესახებ მოლაპარაკება იყო, შემოეღოთ თუ არა კვარტალურად. ჯერ კიდევ ამ მოვლენებამდე, ამ მოვლენების მწვავე ფაზამდე. მე ვიცი “გაზპრომის” მოლაპარაკების შესახებ თავის პარტნიორებთან. “გაზპრომი” შეთანხმდა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა შეთანხმდა, რომ “გაზპრომს” შემოაქვს ფასდაკლება 268, 5 დოლარამდე ათას კუბურ მეტრზე, რუსეთის მთავრობა კრედიტის პირველ ტრანშს იძლევა, ფორმალურად ეს კრედიტი კი არა, ობლიგაციების ყიდვაა - კვაზიკრედიტი, პირველ ეტაპზე 3 მილიარდი დოლარი. უკრაინული მხარე კი ვალდებულებას იღებს, მთლიანად დაფაროს ვალი, რომელიც გასული წლის მეორე ნახევრიდან წარმოიქმნა, და წესიერად იხადოს მიმდინარე გადასახადი მოხმარებული გაზისთვის. ვალი დაფარული არ არის, მიმდინარე გადასახადებსაც სრული მოცულობით არ იხდიან.

მეტიც, თუ უკრაინელი პარტნიორი თებერვლის საფასურს არ გადაიხდის, ვალი გაიზრდება კიდეც. დღეს ის სადღაც 1.5-1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ხოლო თუ თებერვლისთვის სრულად არ გადაიხდის, თითქმის 2 მილიარდი დოლარი იქნება. ბუნებრივია, “გაზპრომი” ამ პირობებში ამბობს: “თუ მაინც არ გვიხდით, ჩვენ კი მხოლოდ მზარდ ვალს ვაფიქსირებთ, მაშინ მოდით, ნორმალურ ფასად დავაფიქსირებთ, თანაც - შემცირებულით”. ეს “გაზპრომის” საქმიანობის წმინდა კომერციული შემადგენელია. თუ ისინი დროულად ვერ იღებენ თანხმებს უკრაინელი პარტნიორებისგან, მაშინ საკუთარ საინვესტიციო პროგრამებს ჩამოაჭრიან. მათთვის ეს რეალური პრობლემაა. და ეს, სხვათაშორის, არ არის დაკავშირებული არც უკრაინის მოვლენებთან, არც პოლიტიკასთან”.