საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:
“ჯარების შეყვანის, ჯარების გამოყენების შესახებ. ჯერჯერობით ამისი აუცილებლობა არ არის, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არსებობს.
...ჩვენ ვხედავთ ნეონაცისტების, ნაციონალისტების, ანტისემიტების თარეშს, რაც ახლა ხდება უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, და მათ შორის კიევში. ერთ-ერთი მოქმედი გუბერნატორი ჯაჭვებით, ბორკილებით მიაბეს მოედანზე რაღაც კონსტრუქციას, ზამთარში, სიცივეში, წყალს ასხამდნენ. ამის შემდეგ ის სარდაფში დაამწყვდიეს და იქაც აწამებდნენ.რა არის ეს - დემოკრატია? ეს დემოკრატიის ასეთი გამოვლინებაა? სხვათაშორის, ის სულ ცოტა ხნის დანიშნული იყო, მგონი, დეკემბერში. თუნდაც ვივარაუდოთ, რომ იქ მთელი ხელისუფლება კორუმპირებულია, ის ვერაფრის მოპარვას ვერ მოასწრებდა.
და რეგიონების პარტიის შენობა როცა დაიკავეს? იქ პარტიიდან საერთოდ არავინ ყოფილა. გამოვიდა ორი-სამი თანამშრომელი, ტექნიკური პერსონალი, ერთი ინჟინერი და თავდამსხმელებს უთხრა: “ბიჭებო, გაგვიშვით, ქალები გაატარეთ, გეთაყვა. მე ინჟინერი ვარ, და პოლიტიკასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს”. ის იქვე, ბრბოს თვალწინ დახვრიტეს. მეორე ასეთივე ადამიანი ტექნიკური პერსონალიდან სარდაფში შეაგდეს, “მოლოტოვის კოქტეილები” დაუშინეს და ცოცხლად დაწვეს. ესეც დემოკრატიის გამოვლინებაა?
და როცა ამას ვხედავთ, მაშინ გვესმის, რა აწუხებს უკრაინის მოქალაქეებს - რუსებსაც და უკრაინელებსაც, საერთოდ, რუსულენოვან მოსახლეობას, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ცხოვრობს. მათ აი ასეთი განუკითხაობა აწუხებს. და თუ დავინახავთ, რომ ეს განუკითხაობა აღმოსავლეთ რეგიონებში იწყება, თუ ხალხი დახმარებას გვთხოვს, მოქმედი ლეგიტიმური პრეზიდენტის ოფიციალური მომართვა კი უკვე გვაქვს, მაშინ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ ამ მოქალაქეების დასაცავად. ეს - უკიდურესი ზომაა”.