საზოგადოება
პუტინი: დავალება მისცე, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღძრან - ეს ნონსენსია, ეს “თოხლოდ მოხარშული ჩექმებია”

1-dat-4საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ. ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

“დღევანდელმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც საერთოდ არ ეწერება არც თავად უკრაინის საკანონმდებლო ჩარჩოებში, არც ევროპის საკანონმდებლო ჩარჩოებში. და არა მარტო სასამართლო დაითხოვეს არასამართლებრივად, არამედ - თავად ამ სიტყვას დაუკვირდით - დავალება მისცეს გენერალურ პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმეები აღძრას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების წინააღმდეგ.

რა არის ეს? ამას ჰქვია თავისუფალი მართლმსაჯულება? ასე როგორ შეიძლება - დავალება მისცე, სისხლის სამართლის საქმეები აღძრან? თუ არსებობს რაიმე სამართალდარღვევა, დანაშაულებრივი ქმედება, სამართალდამცავი ორგანოები თვითონ ხედავენ და რეაგირება უნდა მოახდინონ. მაგრამ დავალება მისცე, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღძრან - ეს ნონსენსია, ეს “თოხლოდ მოხარშული ჩექმებია”.