პოლიტიკა
პუტინი: “ეს - ანტიკონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების შეიარაღებული დაპყრობაა”

1-anti-1საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

“შეფასება შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს - ეს ანტიკონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების შეიარაღებული დააპყრობაა... პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ხომ ევროპული ქვეყნების - პოლონეთის, გერმანიის და საფრანგეთის - საგარეო საქმეთა მინისტრების შუამავლობით, ჩემი წარმომადგენლის თანდასწრებით მოაწერა ხელი შეთანხმებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომლითაც იანუკოვიჩმა თავისი ხელისუფლება, პრაქტიკულად, უკვე გადააბარა. ის ყველაფერს დათანხმდა, რასაც ოპოზიცია ითხოვდა: ის დათანხმდა პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს, პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს, დათანხმდა 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას.

მას დადებითი რეაქცია ჰქონდა ჩვენს თხოვნაზეც, და დასავლეთის ქვეყნების თხოვნაზეც, და უპირველეს ყოვლისა, თავისი ოპოზიციის თხოვნაზე, არ გამოეყენებინა ძალა. მას არ გაუცია არცერთი უკანონო ბრძანება საბრალო დემონსტრანტებისთვის სროლის თაობაზე. მეტიც, მან მითითება მისცა, მილიციის მთელი ძალები დედაქალაქიდან გაეყვანათ, და მათ მისი მითითება შეასრულეს. ის ხარკოვში გაემგზავრა ღონისძიებაზე, მისი გამგზავრებისთანავე, იმის ნაცვლად, რომ ადრე დაკავებული ადმინისტრაციული შენობები გაეთავისუფლებინათ, მისი საპრეზიდენტო რეზიდენციაც დაიკავეს და მთავრობის სახლიც, იმის მაგივრად, რომ შეესრულებინათ, რაზეც შეთანხმდნენ.

... მინდა გავიგო, რისთვის გაკეთდა ეს?.. უნდოდათ ვიღაც დაემცირებინათ, თავისი ძალა ეჩვენებინათ?  მე მგონი, საპირისპირო შედეგს მიაღწიეს, იმიტომ რომ აი ამ ქმედებებით მათ მნიშვნელოვანწილად აამოძრავეს უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი.